პეკინის გამზირის რეაბილიატაცია დაიწყო.
ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა მხოლოდ ცალმხრივადაა შესაძლებელი, რამაც მანქანების გადაადგილების პრობლემა უკვე შექმნა.
ამ წუთებში საცობია შარტავას ქუჩაზე, თუმცა ყველაზე რთულ მონაკვეთად ჟვანიას (გაგარინის) მოედანი ითვლება.
დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ მძღოლებს ალტერანტიული გზებით სარგებლობისკენ მოუწოდა.
"მძღოლებს მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ ამ მიმართულებით მოძრაობას და გადადგილდნენ ალტერნატიული მარშრუტებით, რათა არ შეიქმნას დისკომფორტი და გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და სარებილიტაციო სამუშაოები გარკვეულ შეზღუდვებთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა დავით ნარმანია.
ამ დროისთვის, სიტუაციის დარეგულირებას საპატრულო ეკიპაჟები ცდილობენ.