ვანუატუს პრეზიდენტი გარდაიცვალა. ბალდვინ ლონსდეილი გულის შეტევით დაიღუპა. პრეზიდენტის პოსტს ის 2014 წლიდან იკავებდა. ვანუატუს კონსტიტუციის თანახმად, ახალ პრეზიდენტს სამი კვირის ვადაში აირჩევენ.
ვანუატუმ 2011 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეიცვალა. ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო.