ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების შესრულების დონემ მაისის თვეში შეადგინა 106%, ნათქვამია ინტერფაქსის გათვლებში ოპეკის ყოველთვიური მოხსენების თანახმად.
ინტერფაქსის გათვლებით, მაისში ოპეკის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვება შეამცირეს 1,236 მლნ ბარელით/დღე-ღამეში გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ როდესაც საჭირო შემცირება შეადგენდა 1,164 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. შედეგად, შეთანხმების შესრულების დონემ შეადგინა 106%.
აპრილში შეთანხმებაში მონაწილე ოპეკის ქვეყნებმა შეთანხმება 111%-ით შეამცირეს.