გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლი გარდაიცვალა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი კანცლერის ბატონი ჰელმუტ იოზეფ მიხაელ კოლის გარდაცვალების გამო. ჰელმუტ კოლი იყო ეპოქალური მნიშვნელობის ლიდერი, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებასა და ევროპის გაერთიანებაში. განუზომელია მისი ღვაწლი საქართველო-გერმანიის ურთიერთობების განვითარებაში.
მისი სახით ქართველომა ხალმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელის თანადგომაც არაერთხელ გვიგვრძვნია ჩვენთვის მნიშვნელოვან წუთებში.
ვუსამძიმრებ ბატონი კოლის ოჯახს, გერმანიის მთავრობასა და გერმანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ რომ ჰელმუტ კოლის ღვაწლი არასოდეს მიეცემა დავიწყებას და მისი სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს გერმაელი ხალხისა და კაცობრიობის ისტორიაში“, აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.