ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ (ოპეკი) ივნისის თვის მოხსენებაში უცვლელი დატოვა 2017 წელს ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი 96,38 მლნ ბარელის ოდენობით დღე-ღამეში და ასევე უცვლელი დატოვა 2017 წელს გლობალური მოთხოვნილების ზრდის შეფასება.
მათ შორის, 2017 წელს ოპეკის ქვეყნების ნავთობზე მოთხოვნილება გაიზრდება 300 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 32 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.
ოპეკის პროგნოზის უცვლელობა დაკავშირებულია ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შეთანხმების შესრულებასთან.
2017 წლის მაისის თვეში ოპეკის ქვეყნებმა 1,4 მლნ ბარელით შეამცირეს მოპოვება 2016 წლის ოქტომბრის თვესთან შედარებით, როდესაც დადებულ იქნა შეთანხმება. კარტელმა მაისში მოიპოვა 29,729 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.