თეთრი სახლის ლიდერი ადასტურებს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება ტარდება. საუბარია რუსეთთან ტრამპის შესაძლო კავშირებზე, რის გამოც მის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს თანამდებობის დატოვება მოუხდა. სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით სენატის დაზვერვის კომიტეტს ჩვენება გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეიმს კომიმაც მისცა.