გერმანიაში 87 წლის ასაკში გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუდ კოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა ბილდი იტყობინება. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. კანცლერის პოსტს კოლი 1982-1998 წლებში იკავებდა. ის ხელისუფლებაში იყო ცივი ომის პერიოდში და ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგაც. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად ჰელმუდ კოლს დიდი წვლილი მიუძღვის მაასტრიხტის ხელშეკრულების გაფორმებაში, რითაც ევროპის კავშირის შექმნას ჩაუყარა საფუძველი. კოლი ერთიანი ევროპული ვალუტის შემოღების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორიც იყო.