ხანძრის შედეგად განადგურებული „გრინფელ თაუერი“ ბრიტანეთის დედოფალმა პრინც უილიამთან ერთად მოინახულა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები დაზარალებულებს შეხვდნენ და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს. ხანძრის შედეგად დაზარალებულები დროებით „უესტვეის“ სპორტულ კომპლექსში არიან განთავსებულნი. ბიბისის ინფორმაციით, მაღალსართულიან კორპუსში გაჩენილ ხანძარს 30 ადამიანი შეეწირა, 76 დაკარგულად ითვლება, 60-ზე მეტი კი სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.