ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე ევროკავშირის საზღვარი 315 ათასამდე უკრაინელმა გადაკვეთა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სამსახური იტყობინება. უწყების მონაცემებით, საზღვრის გადაკვეთაზე უარი საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო უკრაინის 16 მოქალაქეს უთხრეს. 200-ზე მეტი უკრაინელი ევროპაში საავიაციო ტრანსპორტით გაემგზავრა. დანარჩენებმა კი სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტი გამოიყენეს. უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მეტი უკრაინელი პოლონეთში გაემგზავრა.