ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტს პუტინი კვლავ კატეგორიულად უარყოფს. ამ თემაზე მან ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. კრემლის ლიდერის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას ამერიკის დემოკრატიულ პარტიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან არანაირი კავშირი არ აქვს და მსგავსი ბრალდებები მიზნად არამხოლოდ რუსეთის, არამედ დონალდ ტრამპის დისკრედიტაციასაც ისახავს. პუტინის მტკიცებით, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამერიკელები ერევიან და ამისთვის დიპლომატებსაც კი იყენებენ.