Wi-Fi-ს მომსახურება რამდენიმე წელია რაც ავიაკომპანიის მომსახურების სტანდარტულ პაკეტში მოხვდა.
ამ სერვისით დაინტერესებულნი არიან როგორც მგზავრები ასევე გადამზიდავები: პირველნი მუდმივ კავშირზე რჩებიან ახლობლებთან, ხოლო მეორენი ამით დამატებით შემოსავალს იღებენ.
ამ მხრივ ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ცნობილი ხდება, რომ ტაილანდური ავიაკომპანია Nok Air-ი მგზავრებს Wi-Fi-ს არაკომერციული დანიშნულებით უკვე აწოდებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ავიაკომპანიები მალე Wi-Fi-ს უფასოდ მიაწვდიან ბიზნეს და პირველი კლასის მგზავრებს, ასევე ავიაკომპანიის მუდმივ კლიენტებს.
Inmarsat-ის კვლევამ აჩვენა, რომ მგზავრები თვითმფრინავში ინტერნეტით ძირითადად საფოსტო შეტყობინებების შესამოწმებლად და ასევე სოციალურ ქსელებში მიღებული სმს-ების გასაცნობად იყენებენ.