პენტაგონი ავღანეთში დამატებით 4 ათას სამხედრო მოსამსახურეს შეიყვანს. ამის შესახებ თეთრი სახლის წყაროზე დაყრდნობით სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მდივანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა მას ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება მისცა. ამჟამად ავღანეთში 8 400 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.