ჩინეთის პოლიცია ძიანსუში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. სამართალდამცველების ინფორმაციით, აფეთქება საბავშვო ბაღთან 22 წლის ახალგაზრდამ მოაწყო, რისთვისაც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა. ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 65 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ტერორისტი აფეთქებისას დაიღუპა. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია.