ლონდონში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ხანძრის შემდეგ დაკარგულად 65 ადამიანი ითვლება. ინფორმაციას გამოცემა „სანი“ ავრცელებს. მანამდე „სკაი ნიუსმა“ განსხვავებული მონაცემები გამოაქვეყნა. ტელეკომპანიის ცნობით, დაკარგულთა რაოდენობა 41-ს არ აღემატება. 24-სართულიან სახლს ხანძარი 3 დღის წინ, გვიან ღამით გაუჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა, 79-მა კი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. 17 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.