ვაშინგტონსა და დოჰას შორის გარიგება შედგა. ყატარი შეერთებული შტატებისგან 12 მილიარდის ღირებულების F 15 ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს. დოკუმენტს ხელი პენტაგონის შეფმა ჯეიმს მეტისმა და მისმა ყატარელმა კოლეგამ ვაშინგტონში მოაწერეს. რა რაოდენობის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს დოჰა, ჯერჯერობით უცნობია. რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ყატარი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა, თუმცა ამ განცხადებას ყატართან სამხედრო შეთანხმების გაფორმებაში ხელი არ შეუშლია.