საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოში გამართულ მიღებაზე ლონდონში მომხდარ ხანძარს გამოეხმაურა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის მწუხარებას გამოთქვამს ხანძრის გამო, რომლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა ჯოჯოხეთი გამოიარა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების ძებნაში.
„გამოვთქვამ დიდ მწუხარებას ლონდონის ჩრდილოეთ კენსინგტონის რაიონში, „გრინფელ ტაუერში“ მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და ბევრმა ჯოჯოხეთი გამოიარა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების ძებნაში. ასევე გამოვთქვამ გულისტკივილს ლონდონის ხიდზე და Borough Market-ის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების გამო, რომელთაც ადამინების სიცოცხლე შეეწირა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.