15 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4083 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4101 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6896 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7008 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.12 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6855 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.0593 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ივნისიდან შევა ძალაში.