თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა (THY) პილოტებსა და ბორტგამცილებლებს სოციალურ ქსელებში ფოტოების განთავსება აუკრძალა.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, პილოტებმა და ბორგამცილებლებმა სოციალურ ქსელებში ასევე არ უნდა მიუთითონ ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ. Turkish Airlines-ის თანამშრომლებმა იმავდროულად თავი უნდა შეიკავონ ყოველგვარი ინფორმაციის გაცემისგან, რაც კი მათ სამსახურს უკავშირდება.
ირკვევა, რომ THY-ს თანამშრომლებს ეკრძალებათ იმ ადგილების ფოტოების გავრცელებაც, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა.