არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ქვეყანაში „ბარსელონას“ საფეხბურთო კლუბის ფორმის ტარება აკრძალა. ამის მიზეზი კი ტიტულოვანი კლუბის მაისურზე დატანილი Qatar Airways-ის ლოგოა.
კანონდამრღვევს კი 135 ათას დოლარიანი ჯარიმა და 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
თავის მხრივ „ბარსელონას“ მოთამაშეებმაც უარი განაცხადეს ანალოგიური მაისურებით თამაშზე, სადაც Qatar Airways-ის ლოგიოა განთავსებული. მით უმეტეს, რომ კლუბსა და ავიაკომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას ვადა 30 ივნისს ეწურება.
„ბარსელონას“ ახალი მთავარი სპონსორი კი იაპონური კომპანია Rakuten-ი იქნება, რომელიც იაპონიაში ყველაზე მხსვილი ონლაინ ვაჭრობის პლატფორმის მფლობელია.