„აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფროგაღრმავებისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ორივე ქვეყანა ენერგეტიკული თუ სატრანზიტოპოტენციალის სრულად რეალიზებისთვის“ – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამაზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრთან, არტურ რასიზადესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. გიორგი გახარიამ ქვეყნის მთავრობისმეთაურთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხებიგანიხილა.
აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრთან საუბრისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციასდა იმ დიდ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს გააჩნია ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმის, ენერგეტიკის, წარმოების,ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების მიმართულებით. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორივე მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებსსატრანსპორტო დერეფნების ეფექტურ და კონკურენტულ განვითარებას, რისთვისაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.გიორგი გახარიამ ქვეყნის პრემიერთან აზერბაიჯანში ქართული დელეგაციის ორდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა, მთავრობის წევრებს გულთბილიმასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრებიგანსაკუთრებული სტიმულია ორ ქვეყანას შორის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო მაღალდონეზე განვითარებისთვის.
გიორგი გახარიას ვიზიტი აზერბაიჯანში 14 ივნისს დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმათანმხლებ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერ–მინისტრთან, ასევე ქვეყნის ეკონომიკის,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე კულტურისა და ტურიზმის მინისტრებთან.