„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები ადვოკატს საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ.
მათი თქმით, პროცესები ხშირად სრულიად უმიზეზოდ იდება.
„ჩვენ ვართ დაზარალებულები და დროულად გვინდა მორჩეს და გაირკვეს ჩვენი საქმე, თუმცა ხშირად ჩვენი საქმის მოსამართლე, მაია შოშიაშვილი პროცესებს გაურკვეველი მიზეზებით გადადებს ხოლმე და ეს აჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა პროცესები გაიწელოს. ერთ-ერთი ადვოკატი ორსულად არის და ხშირად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც ხდება პროცესების გადადება. ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს და პროცესები წარიმართოს ნორმალურ რეჟიმში“,- განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.