14 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4101 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4105 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.04 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7008 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7005 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6851 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0676 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ივნისიდან შევა ძალაში.