ლონდონში ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით ადგილობრივ კლინიკებშია გადაყვანილი. გრენფელ თაუერის 24 სართულიან შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. საცხოვრებელ კორპუსში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარი სავარაუდოდ სარემონტო სამუშაოებისას დაშვებულმა შეცდომამ გამოიწვია. ამ დროისათვის ცეცხლი თითქმის სრულად არის ლოკალიზებული. სამაშველო ოპერაციაში 200-მდე მეხანძრე და 40 სახანძრო მანქანა იყო ჩართული.