ტრამპის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად გელაფ ინთერნეიშენალმა ჩაატარა. გამოკითხის შედეგებით, თეთრი სახლის ლიდერის პოლიტიკით უკმაყოფილოთა რაოდენობა 58 პროცენტამდე გაიზარდა. ამერიკის ისტორიაში ტრამპი სახელმწიფოს პირველი ლიდერია, რომლის რეიტინგმაც პრეზიდენტობის პირველ ხუთ თვეში ასეთი დაბალი მაჩვენებელი შეადგინა.