კოლუმბიის დედაქალაქში პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიამრთა. პედაგოგები საჯარო სკოლებში არსებულ პირობებს აპროტესტებენ და შრომით ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოლუმბიაში მასწავლებლებს ყოველთვიურად საშუალოდ 540 დოლარის ეკვივალენტი პესოს ოდენობით აქვთ ხელფასი. ისინი ხელფასის 16 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ, მთავრობა კი ჯერჯერობით მათ მხოლოდ 12 პროცენტიან ზრდას ჰპირდება.