დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში არ აქვთ ინფორმაცია, არიან თუ რა ლონდონში ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები.
"წესი არის ასეთი, როდესაც ვიღაცას ვეძებთ ან რაღაც ხდება, ცუდი ამბავი არის დავუშვათ, გვატყობინებენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, რომ ჩვენ სასწრაფოდ ადგილობრივ პოლიციას დავუკავშირდეთ. ამ წუთში ასეთი ზარი არ გვქონია,“ - აცხადებს საქართველოს კონსული დიდი ბრიტანეთში მარიამ წერეთელი.
შეგახსენებთ, ლონდონში ხანძარი 24 სართულიან კორპუსს გაუჩნდა. დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდე გაიზარდა.