“აჭარანეტს და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი”, - ამის შესახებ „აჭარანეტმა“ ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ კლიპთან დაკავშირებით განაცხადა.
მათივე განმარტებით, ისინი მუშაობენ რამდენიმე ახალ პროექტზე, რისთვისაც იწერება მრავალი საპილოტე გადაცემა, სიუჟეტი თუ ვიდეოკლიპი.
"ერთ-ერთი ასეთი საპილოტე პროდუქტი იყო „ბირჟა მაფიას“ კლიპი, რომლის ფარგლებშიც, „აჭარანეტმა“ უზრუნველყო გადაღება, თუმცა, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე, როგორც გავრცელებაში მონაწილეობა არ მიუღია. „აჭარანეტს“ და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არცერთი თანამშრომელი" - ნათქვამია „აჭარანეტის“ განცხადებაში.