საუბარი იმაზე, თითქოსდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს რუსეთის სახელმწიფო ორგანოებთან ჰქონდათ კავშირი, საშინელი სიცრუეა. ამის შესახებ სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე ამერიკის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. ამასთან, ჯეფ სეშნსმა დაადასტურა, რომ რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს გასული წლის გაზაფხულზე ორჯერ შეხვდა.
„დიახ, ჩვენ დონალდ ტრამპის გამოსვლებს ვესწრებოდით, თუმცა თუ ჩვენს შორის რაიმე საუბარი შედგა, მისი შინაარსი აღარც მახსოვს. არასდროს მქონია რუსეთის ან სხვა ქვეყნების ოფიციალურ პირებთან საუბარი ამერიკის არჩევნებსა თუ ნებისმიერ კამპანიაში ჩარევის შესახებ,“-აღნიშნა სეშნსმა.
გენერალური პროკურორის პოსტზე დანიშვნამდე ის კისლიაკთან შეხვედრის ფაქტს საერთოდ უარყოფდა.