გვატემალის პრეზიდენტი ჯიმი მორალესი ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებს შორის ყველაზე დიდ ხელფასს იღებს. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი Prensa Libre იტყობინება. ოფიციალური მონაცემებით, მორალესის ყოველთვიური ხელფასი 19,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც გვატემალაში არსებულ მინიმალურ ხელფასს 50-ჯერ აღემატება. მეორე ადგილს მაღალანაზღაურებადი პრეზიდენტების რეიტინგში ჩილეს ლიდერი მიშელ ბაჩალეტი იკავებს, რომლის ყოველთვიური ანაზღაურებაც 14,9 ათას დოლარს შეადგენს, მესამე პოზიციაზე კი მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტოა (13,8 ათასი დოლარი). რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ ურუგვაის ლიდერი ტაბარე ვასკესი (11,6 ათასი დოლარი) და კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსიც (11,3 ათასი დოლარი). ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი კილათინურ ამერიკაში ნიკარაგუას ლიდერი დანიელ ორტეგაა, რომლის ყოველთვიური ხელფასიც 3,2 ათას დოლარს არ აღემატება.