რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ილია იაშინს სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოძრაობა „სოლიდარობის“ თანათავმჯდომარეს ბრალი სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილობაში დასდეს. იაშინი მოსკოვში 12 მაისს გამართულ ანტიკორუფციულ აქციაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა არასანქცირებული მიტინგის 866 მონაწილე დააპატიმრეს.