გლდანში, მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომელთაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ასევე, დაზიანდა ხუთი ავტომობილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.