13 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4105 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4062 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.43 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7005 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6986 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6847 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.0669 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 ივნისიდან შევა ძალაში.