უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის აეროპორტს Ryanair-ისა და Turkish Airlines-ის მიზიდვა სურს. აეროპორტის ადმინისტრაცია ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. როგორც აეროპორტის დირექტორის მოადგილე სერგეი ფილატოვი განმარტავს, Ryanair-თან და Turkish Airlines-თან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა მანამდე აეროპორტის რეკონსტრუქცია უნდა დასრულდეს და სახელმწიფო ავიაციის სამსახურიდან შესაბამისი სერთიფიკატის მიღებაც მოხდეს.
მისივე განმარტებით, ივლისის დასაწყისისთვის ავიაკომპანია სერთიფიკატის მისაღებად შესაბამის განცხადებასაც შეიტანს.