იანვარ-აპრილში თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 76 ახალი სასტუმროს მშენებლობის გეგმა დაამტკიცა.
საანგარიშო პერიოდში სამინისტრომ სულ 2 მლრდ თურქული ლირას ღირებულების 128 საინვესტიციო პროექტი დაამტკიცა, საიდანაც 76 პროექტი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო დანარჩენი კი არსებული სასტუმროების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციას.
როგორც ირკვევა, უკვე დამტკიცებული პროექტების უმეტესობა ანტალიაზე მოდის.
აღნიშნული პროექტების რეალიზაციიდან თურქეთის მთავრობა დამატებით 4600 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას ვარაუდობს.