ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი იზრდება. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2017 წლის იანვარ-მაისში აეროპორტი 34%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, ვიდრე 2016 წლის იანვარ-მაისში. 2017 წლის ხუთ თვეში აეროპორტის მომსახურებით 1,37 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ხუთ თვეში ბაქოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით, გადაყვანილი მგზავრების 56%-ი „აზერბაიჯანის ავიახაზებზე“ (AZAL) მოდის.