ახალი სერვისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. კომპანია "ჯი პი აი"-ს სასურველ სადაზღვევო პაკეტს აეროპორტში, გამგზავრებამდე შეიძენთ.
აეროპორტში "ჯი პი აი" მგზავრებს შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს:
სტანდარტული (ერთჯერადი) - განკუთვნილია საზღვარგარეთ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის.
"ბიზნეს თრეველი" - განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს.
მრავალჯერადი - საზღვარგარეთ გრძელვადიანი ვიზიტისას.
პოლისი ტურისტი - განკუთვნილია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელიც მოგზაურობს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანი და ტურისტული მიზნით.
წლიური მრავალჯერადი - ითვალისწინებს სამოგზაურო დაზღვევას წლის განმავლობაში გრძელვადიანი ვიზიტებისას.