თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი წევრის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით, საკრებულოს დიმიტრი ყიფიანი სახელობის სხდომათა დარბაზში, ამავე რაიონის სკოლების მედალოსანი ბავშვები დაჯილდოვეს.
აღნიშნული რაიონის საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ოქროს მედალოსან 60 მოსწავლეს და 20 სკოლის დირექტორს მადლობის სიგელები გადასცეს და წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცეს.
ბესიკ ქარცივაძემ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიების მიზანი წარჩინებული ახალგაზრდების წახალისება და მათ დაფასებაა.
ღონისძიებას, რომლის დასასრულს, გლდანის რაიონის სკოლების ოქროს მედალოსანმა მოსწავლეებმა საკრებულოს პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ მიიღეს მონაწილეობა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად საქართველოს პარლამენტისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.