თეოდორა კახიანმა დღეს საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა,- ასე ეხმაურება ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ,ე ირაკლი კობახიძე თეოდორა კახიანის გამარჯვებას.
როგორც მილოცვის წერილში ირაკლი კობახიძე წერს, ის პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელიც ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
"ამ გამარჯვებით სიხარულის ბევრი მიზეზი გვაქვს - ისტორიული ოქროს მედალი, ის, რომ ევროპას ფარიკაობაში ქართველი ჩემპიონი ჰყავს და ეს ჩემპიონი გოგონაა. ვარ უზომოდ ამაყი, რომ გვყავს ასეთი წარმატებული, ძლიერი და მოტივირებული ახალგაზრდა თაობა. დარწმუნებული ვარ - თეოდორა კახიანი კიდევ ბევრჯერ მოუტანს გამარჯვებას საქართველოს და ბევრ ახალგაზრდას შთააგონებს, რომ დაუღალავი შრომა და საქმისადმი სიყვარული ყოველთვის მოიტანს წარმატებას.
ვულოცავ თეოდორას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას და მადლობას ვუხდი იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელიც ამ გამარჯვების მოსაპოვებლად გასწია",- ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვის წერილში.
ცნობისთვის,
თეოდორა კახიანი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა. თეოდორამ ფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იტალიელი როზელა გრეგორიო 15:8 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.