სიღნაღიდან თბილისისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადა და პატრულის ეკიპაჟი იყო მობილიზებული და ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.