12 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4062 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4075 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.6986 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6918 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.6833 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.0523 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 ივნისიდან შევა ძალაში.