სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს მსოფლიოში ყველაზე კარგი CIP დარბაზი (Commercially Important Person) აქვს. აღნიშნულის შესახებ შესახებ ინფორმაციას რუსული რადიოსადგური „კომერსანტ FM“ ავრცელებს.
რადიოს მიმომხილველმა ნასტია როიზმანმა მსოფლიო აეროპორტების CIP დარბაზებს გადახედა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ამ მხრივ ლიდერი სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტია.
„ყველაზე დიდიებული CIP დარბაზი ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს აქვს. აქ არის კინოთეატრი, თეატრალური სცენა, პიანინო, ბიბლიოთეკა, საბილიარდე დარბაზი და ასევე პერსონალური მოსასვენებელი ოთახები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც თურქული სამზარეულო, ასევე მათ განკარგულებაშია რამდენიმე რესტორანი“, განმარტა რადიოს მიმომხილველმა.