ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების შეხვედრა, რომელიც გაიმართა მაისის ბოლოს (ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელებასთან დაკავშირებით), ეფექტური აღმოჩნდა, შეთანხმების შედეგები შესამჩნევი გახდება უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა საუდის არაბეთის ენერგეტიკის, მრეწველობისა და მინერალური რესურსების მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიხმა.
"ჩვენ ძალიან ეფექტური შეხვედრა გვქონდა ვენაში. ამ შეთანხმების შედეგები უახლოეს კვირებში და თვეებში გამოჩნდება", - განაცხადა მან.
ცნობისათვის, 25 მაისს ვენაში გამართულ შეხვედრაზე ოპეკის წევრმა და არაწევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება მათ მიერ ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შეთანხმების კიდევ 9 თვით გაგრძელების შესახებ.