საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია ლიდერობს. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პრეზიდენტის პარტიას მხარი ამომრჩეველთა 28 პროცენტმა დაუჭირა. ამ მონაცემებით, 18 ივნისს ჩატარდება მეორე ტურიც. საფრანგეთის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ცენტრისტულ პარტიასა და ნაციონალურ ფრონტს შორის მოუწევთ.