"არსებობს სპეციალურად შედგენილი პროგრამა, რომელიც წელიწადის სხვადასხვა სეზონზე გარე განათების ჩართვის განსხვავებულ დროს გულისხმობს", - ამის შესახებ თბილისის მერიაში აცხადებენ და დასძენენ, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, გარე განათების ჩართვა ყოველდღიურად მართვისა და კონტროლის მოწყობილობის მეშვეობით ხორციელდება.
მათივე განმარტებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად შეიცვალა აღნიშნული დრო და გარე განათება ყოველდღიურად, 20:45 საათზე პროგრამულად ირთვება.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერ აქციაზე გარე განათება არ იყო ჩართული და მონაწილეები აქციას მობილური ტელეფონების მეშვეობით ანათებდნენ. საზოგადოების ნაწილმა ეს ხელისუფლების განზრახულ ნაბიჯად მიიღო.