არჩევნების დღეს საფრანგეთის დედაქალაქში ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. პარიზში ერთ-ერთ რესტორანში უცნობმა პირმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. ინციდენტის შედეგად 12 -მა ადამიანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებულთა შორის სამართალდამცველებიც არიან. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიცია ჯერ -ჯერობით ვერ აკონკრეტებს, იკვეთება თუ არა მომხდარში ტერორიზმის კვალი.