თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ის (THY) მგზავრთნაკადი იზრდება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2017 წლის მაისში 2016 წლის მაისთან შედარებით მგზავრთნაკადი 2%-ითაა გაზრდილი.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, შიდა რეისებზე მგზავრთნაკადი 4,5%-ითაა მომატებული, ხოლო საერთაშორისო რეისებზე კი 6,7%-ით.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, აპრილსა და მაისში შიდა რეისებზე ავიაკომპანიის დატვირთულობა 6,2%-ითაა გაზრდილი, ხოლო საერთაშორისო რეისებზე კი 9,1%-ით.