"ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრების მხარდასაჭერად ქუთაისში საპროტესტო აქცია მინდინარეობს.
თეთრ ხიდზე შეკრებილები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ და სკანდირებენ: "არა პოლიციურ რეჟიმს", "დარჩა რამე ჩასადები"? ..
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და რეპერების გათავისუფლება მოითხოვეს.
ცნობისთვის, პროკურატურამ დაკავებული რეპერების გამოკითხვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
ამასთანავე, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას.