უვიზო რეჟიმი ახალ შესაძლებლობებს მისცემს როგორც უკრაინის მოქალაქეებს, ისე ევროკავშირს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
„უკრაინის ხელისუფლებამ გაატარა რეფორმები, რასაც უკრაინის მოქალაქეები ითხოვდნენ. ევროკავშირმა კი თავისი პირობა შეასრულა. მოგებული რჩება ორივე მხარე. ეს ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, უსაფრთხოება და მეგობრობა. სწორედ ამისკენ არის მიმართული ჩვენი პარტნიორობაც,“-აღნიშნა მოგერინიმ.