„წითელი ჯვარი“ აფხაზეთის ომის დროს დაღუპულების ეგზგუმაციისა და იდენტიფიცირების მორიგ ეტაპს იწყებს.
არსებული ინფორმაციით, სამუშაოები სოხუმის, ოჩამჩირის, გულრიფშის, გაგრისა და გუდაუთას ტერიტორიაზე ჩატარდება.
ორგანიზაცია პროექტის მიმდინარეობასა და ვადებზე ინფორმაციას არ ავრცელებს. თუმცა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფრორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საინფორმაციო სააგენტო „აფსნი“ წერს, რომ სამუშაოები ივნისიდან აგვისტომდე გაგრძელდება და დაახლოებით 30-მდე სამარხს მოიცავს.
დევნილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პროცესი დაწყებულია და უკვე გათხრილია რამდენიმე სამარხი ენგურის ორივე მხარეს. შეთანხმებისამებრ კი, ამ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი სამარხის გათხრაა დაგეგმილი. მინისტრი დამატებით დეტალებზე „წითელ ჯვართან“ და ოკუპირებული აფხაზეთის მხარესთან, შეთანხმების გათვალისწინებით, ვერ საუბრობს.