გლდანი და დიდ დიღომი დაისეტყვა. სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 10-12 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. მოსალოდნელია სეტყვა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
სინოპტიკოსები ზოგიერთ რეგიონში ღამით ძლიერ ქარს ელოდებიან.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სეტყვის გამო 112-ში ოთხი შეტყობინება შევიდა. მათი ინფორმაციით, გამოძახებები ეხებოდა სადარბაზოებისა და სარდაფების დატბორვას.